1984 წელს შეიქმნა ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხატვრო საწარმო, რომელსაც ევალებოდა ჯანდაცვის ობიექტების მხატვრული გაფორმება. 90-იან წლებში მოხდა ორგანიზაციის პრივატიზაცია და ძველის ბაზაზე შეიქმნა შპს სტუდია არეა.

    ჩვენი მომსახურეობის სფეროს წარმოადგენს არქიტექტურული დიზაინის პროექტირება და განხორციელება.

  დიზაინი დიდ როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში, დიზაინს შეუძლია განწყობის შექმნა; ინდივიდუალობის ხაზგასმა; მიზნების წარმოჩენა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კომერციული თუ კერძო ობიექტებისთვის. ხშირად სწორედ დიზაინი გამხდარა წარმატების საწინდარი.